23 წლის ქართველი კალათბურთელის ისტორია, რომელიც ქუთაისიდან აშშ-ში მოხვდა

AutoSharing Option
ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში", შემ­დეგ კი პირ­და­პირ აშშ-ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სა­კა­ლათ­ბურ­თო გუნდსა და კო­ლე­ჯში მი­იწ­ვი­ეს, სწავ­ლა 100%-ით და­უ­ფი­ნან­სეს და ახლა უკვე მი­ჩი­გა­ნის შტატ­ში, Aquinas College-ში სწავ­ლობს და უნი­ვერ­სი­ტე­ტის გუნ­დის კა­პი­ტა­ნია.

ეს 23 წლის ზეზ­ვა ლი­ლუ­აშ­ვი­ლის ის­ტო­რი­აა, რო­მე­ლიც მე-5 წე­ლია, აშშ-ის ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სპორ­ტის მე­ნე­ჯმენ­ტსა და ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ზე სწავ­ლობს, კა­ლათ­ბურთს თა­მა­შობს და ცოტა ხნის წინ ამე­რი­კის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ლი­გა­ში უმაღ­ლე­სი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის­თვის პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო - All-American Scholar Athlete Reward-იც მი­ი­ღო.

რო­გორც ზეზ­ვა AMBEBI.GE-სთან იხ­სე­ნებს, მისი ის­ტო­რია ქუ­თა­ი­სი­დან იწყე­ბა, როცა 6
წლის ასაკ­ში კა­ლათ­ბურთზე მი­იყ­ვა­ნეს და ამის შემ­დეგ დღე არ გა­სუ­ლა, რომ მისი ცხოვ­რე­ბა სპორტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო. ყო­ველ დი­ლით, სკო­ლა­ში წას­ვლამ­დე მა­მას­თან ვარ­ჯი­შობ­და, შემ­დეგ კი მისი პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ქა­ლე­ბი იყ­ვნენ, კა­ლათ­ბურთში თავ­და­უ­ზო­გა­ვად ავარ­ჯი­შებ­დნენ.

"ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი შე­ვი­და კა­ლათ­ბურთზე და მეც გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი. ჩემი ოჯა­ხის პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია იყო - "სი­მაღ­ლე­ში გა­იზ­რდე­ბი, შვი­ლო", "რა­ტო­მაც არა, სპორ­ტი კარ­გია". წლე­ბი რომ გა­ვი­და, როცა განვვი­თარ­დი და ტი­ტუ­ლე­ბის მო­გე­ბა და­ვი­წყე, კა­ლათ­ბურთს სე­რი­ო­ზუ­ლად შევ­ხე­დეთ. ჩემ­თვის რო­გორც სპორ­ტი, ისე სწავ­ლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მამა პრო­ფე­სო­რია და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში ყვე­ლა აქ­ტი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლე­ბი. სწავ­ლა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია", - იხ­სე­ნებს ის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული