ლიდერის დამარცხების შემდეგ "პისტონსმა" აუტსაიდერს ვერ სძლია - ზაზა ფაჩულიას 3 ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
18 მარტს NBA-ს მორიგი ტური გაიმართა, სადაც ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" "კლივლენდთან" 126:119 დამარცხდა.

"კავალიერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა ადგილს იკავებს, "პისტონსს" კი რეგულარული სეზონის დასრულებამდე რთული მოწინააღმდეგეები ჰყავს. ამიტომ მეტოქის დამარცხება მართებდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა.

ქართველი ცენტრი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე გატარებულ 5:15 წუთში 3 ქულას, 1 პასს და 3 მოხსნას მოუყარა თავი.


ყველაზე შედეგიანი "კლივლენდელი" კოლინ სექსტონი იყო. მის ანგარიშზე 27 ქულაა (1 პასი, 2 მოხსნა), ანდრე დრამონდმა
კი 21 ქულა, 5 პასი და 21 მოხსნა მიითვალა.

მატჩში მონაწილეობა არ მიუღია "პისტონსის" ლიდერს, ბლეიკ გრიფინს. ამერიკელი კალათბურთელი ტრავმირებულია.


ამ მარცხის შემდეგ ზაზა ფაჩულიას გუნდს 36 მოგება და 34 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე პოზიციას იკავებს.

"დეტროიტ პისტონსი" შემდეგ შეხვედრას 22 მარტს, ჩვენი დროით 06:00 საათზე "ფენიქს სანსთან" გამართავს.

altზაზა ფაჩულიამ 11 ქულა ჩააგდო, კავაი ლეონარდმა კი - 33, თუმცა გამარჯვება "დეტროიტს" დარჩა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული