18 მარტს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ტორონტოს" უმასპინძლა და ანგარიშით 110:107 დაამარცხა.
ქართველი ცენტრი საკმაოდ კარგად გაისარჯა - მან სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო შეხვედრა და 13:14 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ბლოკი გაიფორმა, ხოლო ბურთი ორჯერ დაკარგა.
ზაზა ფაჩულიას 11 ქულა ტორონტოსთან მატჩში
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 33 ქულა ტორონტოელმა კავაი ლეონარდმა ჩააგდო, რასაც 10 მოხსნაც დაუმატა.
ბლეიკ გრიფინმა 25 ქულა მიითვალა, ხოლო ანდრე დრამონდმა 15 ქულა და 17 მოხსნა მოაგროვა.
"დეტროიტს" 36
მოგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მყარად არის მეექვსე ადგილზე.
დეტროიტი - ტორონტო 110:107
ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 19 მარტს, სტუმრად "კლივლენდთან", ჩვენი დროით 03:00 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ჰიუსტონი-მინესოტა 117:102
ლეიკერსი-ბრუკლინი 119:116
ორლანდო-ატლანტა 101:91
საკრამენტო-ჩიკაგო 129:102