მაგარი ამბავი! - გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის რეგულარული სეზონის MVP გახდა

AutoSharing Option
19 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის რეგულარული სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე (MVP) გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ადრიატიკის ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"ბითაძემ ეს აღიარება ლიგაში საკუთარი დომინაციით დაიმსახურა. ლიგის 2018/19 წლების სეზონი დასრულდა და შედეგების შეჯამების შემდეგ რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშე "ბუდუჩნოსტის" დიდი კაცი გახდა", - წერს საიტი.

ბითაძე სეზონში საშუალოდ 16.3 ქულას, 6.4 მოხსნას, 2 ბლოკს, 0.9 გადაცემას აგროვებდა, ხოლო მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი საშუალოდ მატჩში 20-ს აღწევდა.

აქვე გეტყვით, რომ აქამდე ბითაძემ ოქტომბრის MVP-ს ტიტული მიიღო და
ასევე 21-ე ტურის MVP-ც გახდა.

გოგა ბითაძის 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო მომენტები ადრიატიკის ლიგაში

"მიუხედავად ბითაძის სტატისტიკური და ინდივიდუალური გამაოგნებელი მიღწევებისა, ის "ბუდუჩნოსტის" გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და ლიგის პლეი-ოფში გასვლაში დაეხმარა. ამან მნიშვნელოვნად განაპირობა მისი რეგუალური სეზონის MVP-დ გამოცხადება", - აღნიშნავს ლიგის საიტი.

ამ ყველაფრის გარდა, ბითაძე ადრიატიკის ლიგის რეგულარული სეზონის სიმბოლურ ხუთეულშიც მოხდა და ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად დაასახელეს.

Sportall.Ge

ბითაძეს დიდი ხანია NBA-ს სკაუტები აკვირდებიან. ეს მნიშვნელოვანი აღიარება კი უკვე ნამდვილად იძლევა იმის საფუძველს, რომ ახალგაზრდა ქართველ ვუნდერკინდს NBA-ს დრაფტზე პირველივე რაუნდში აირჩევენ და თანაც მაღალი პიკით.

"ბუდუჩნოსტმა" რეგუალური სეზონის მესამე ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში "ცედევიტას" შეხვდება. პირველ მატჩს გოგა ბითაძის სტუმრად 25 მარტს ჩვენი დროით 22:00 საათზე გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
martla zalian magaria.genacvale shen.carmatebebi
robi
14:29 22-03-2019
0
ყოჩაღ გოგა, ძალიან მაგარია
ყოჩაღ გოგა
17:47 21-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული