20 მარტს, პოლონეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში დუდა სანაძის "რადომმა" "კოჟალინს" უმასპინძლა და სანაძის ზეშედეგიანი თამაშის წყალობით 91:78 გაიმარჯვა.
ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 33:37 წუთში 33 ქულა დააგროვა. დუდამ 6-დან 4 ორქულიანი, 11-დან 5 სამიანი და 12-დან 10 საჯარიმო ჩააგდო. 33 ქულასთან ერთად ქართველმა მსროლელმა 2 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. სანაძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 27-ს მიაღწია და ის ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.
"რადომმა" 23 ტურის შემდეგ 7 მოგება მოაგროვა და 16-გუნდიან ლიგაში მე-13 ადგილზეა. შემდეგ მატჩს სანაძის გუნდი 23 მარტს, სტუმრად "ლეგიასთან" გამართავს.
მაგარი ამბავი! - გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის რეგულარული სეზონის MVP გახდა
მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით