გოგა ბითაძემ "ანადოლუს" 16 ქულა ჩაუგდო - "ბუდუჩნოსტი" კვლავ დამარცხდა

AutoSharing Option
21 მარტს, ევროლიგის 28-ე ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" საკუთარ მოედანზე "ანადოლუ ეფესთან" 84:91 დამარცხდა.

სტუმრები მთელი მატჩის მანძილზე დომინირებდნენ და მასპინძლებმა მხოლოდ ბოლო მეოთხედში შეძლეს ანგარიშის შემცირება.

ბითაძემ 23:50 წუთში 16 ქულა (4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 7-დან 6 საჯარიმო), 5 მოხსნა, 2 პასი და 3 დაფარება მიითვალა.

ის შედეგიანობით და მარგი ქმედების 22-იანი კოეფიციენტით მხოლოდ სტამბულელ ვასილიე მიჩიჩს (18 ქულა და 23-იანი კოეფიციენტი) ჩამორჩა.

"ბუდუჩნოსტი" 6 მოგებით მე-15 ადგილზეა და 28 მარტს სტუმრად "ბარსელონას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
საღოლ გოგა! ფაქტიურად მარტო თამაშობდა თავის გუნდში. დანარჩენებმა ძალიან ცუდად ითამაშეს.
Irakliy
01:12 22-03-2019
0
რა საზიზღარი გუნდი ჰყავს, გოგას გარდა ყველა მხოლოდ პირად სტატისტიკაზე თამაშობს. გუნდი ყველას მაგრად კიდია. მართლა ბრავო გოგას რომ ასეთ გუნდში ამ სტატისტიკას დებს.
გიო გიო
09:51 22-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული