"ბუდუჩნოსტი" გოგა ბითაძის გარეშე "ბარსელონასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
28 მარტს ევროლიგის ბოლოსწინა, 29-ე ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" "ბარსელონას" ეწვია და 83:95 დამარცხდა.

ქართველ ცენტრს, ისევე, როგორც მონტენეგროელთა კიდევ ერთ ლიდერს, ამერიკელ კოტი კლარკს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

იმის გათვალისწინებით, რომ არც მატჩამდე და არც მის შემდეგ ბითაძისა და კლარკის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა, სავარაუდოდ, "ბარსელონას" წინააღმდეგ მწვრთნელმა მათი ძალების დაზოგვა გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ევროლიგაზე "ბუდუჩნოსტი" მე-15 ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფში მოხვედრის შანსები დიდი ხნის წინ დაკარგა, ადრიატიკის ლიგაზე კი კლუბს წინ მნიშვნელოვანი მატჩები აქვს ჩასატარებელი.
25 მარტს, ადრიატიკის ლიგის პირველ ნახევარფინალში "ბუდუჩნოსტი" ზაგრებში "ცედევიტასთან" 83:90 დამარცხდა, ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი კი 31 მარტს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ედუარდ სააკიანი ფსევდონიმია თუ მართლა მიშას ბიჭი ხარ.
1

სიახლეები პოპულარული