თორნიკე შენგელიამ ცსკა-ს 6 ქულა ჩაუგდო - ბასკონიამ გამარჯვება ხელიდან გაუშვა, თუმცა პლეი-ოფში გააღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 აპრილს, ევროლიგის უკანასკნელ, 30-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" მოსკოვში ცსკა-სთან 78:82 დამარცხდა.

არადა, მესამე მეოთხედის შემდეგ "ბასკონია" 11 ქულით იყო წინ გასული.

შენგელიამ 17:55 წუთში 6 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 8-დან 2 საჯარიმო), 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

შეგახსენებთ, თორნიკემ ტრავმით გამოწვეული სამთვიანი პაუზის შემდეგ 30 მარტს პირველად ითამაშა და "ესტუდიანტესს" 11 ქულა ჩაუგდო.

ბასკურ გუნდში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ კალათბურთელს მეტ ჯენინგს ტრავმის გამო არ უთამაშია.

"ბასკონიამ" 15 მოგებით მე-7 ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში ითამაშებს.

ევროლიგის
პლეი-ოფში "ბასკონიას" მეტოქე კვლავ მოსკოვის ცსკა იქნება. სხვა მეოთხედფინალური წყვილები კი ასე გამოიყურება: "ფენერბახჩე" - "ჟალგირისი","რეალი" - "პანათინაიკოსი", "ანადოლუ ეფესი" - "ბარსელონა". მეოთხედფინალური სერიები სამ მოგებამდე გაგრძელდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
8 დან 2 საჯარიმო!!!!!!!
Rezo
14:23 05-04-2019
0

სიახლეები პოპულარული