NBA-ს რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყო პლეი-ოფის ეტაპი, სადაც ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" აღმოსავლეთ კონფერენციის რეგულარული სეზონის გამარჯვებულ "მილუოკი ბაქსს" ხვდება.
პირველი შეხვედრა "პისტონსმა" სტუმრად გამართა და 35-ქულიანი სხვაობით - 86:121 დამარცხდა.
"დეტროიტის" ქართველი ცენტრი სათადარიგოთა შორის იყო და პარკეტზე გატარებულ 17:37 წუთში 5 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
ზაზამ 6-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
ზაზა ფაჩულიას 5 ქულა და მომენტები მილუოკისთან
ყველაზე შედეგიანი "მილოუკის" ბერძენი
ფორვარდი იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა, მის ანგარიშზე 24 ქულა, 4 პასი და 17 მოხსნაა.
ორმაგი დუბლია ანდრე დრამონდის ანგარიშზეც, თუმცა შედარებით მოკრძალებული - 12 ქულა, 2 პასი და 12 მოხსნა.
ტრავმის გამო მატჩში მონაწილეობა არ მიუღია "პისტონსის" ლიდერს, ბლეიკ გრიფინს.
მილუოკი - დეტროიტი 121:86
შემდეგი შეხვედრა კვლავ მილუოკიში 18 აპრილს, ჩვენი დროით 04:00 საათზე გაიმართება.
მეორე მატჩში კი "ჰიუსტონმა" შინ "იუტას" 122:90 სძლია და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
მეორე მატჩში კი "ჰიუსტონმა" შინ "იუტას" 122:90 სძლია და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
ჰიუსტონი - იუტა 122:90