გოგა ბითაძემ NBA-ს დრაფტში მონაწილეობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა

AutoSharing Option
გოგა ბითაძემ ოფიციალურად შეიტანა NBA-ს ოფისში განაცხადი 2019 წლის დრაფტში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ამ ინფორმაციას ქართველი კალათბურთელის სერბ აგენტ მიშკო რაზნატოვიჩზე დაყრდნობით ამერიკის სპორტული საინფორმაციო მონსტრი ESPN ავრცელებს.

ბითაძემ იგივე გააკეთა შარშან ამ დროს, თუმცა მოგვიანებით განაცხადი გამოიტანა და დრაფტში მონაწილეობა წლით გადადო.

ამ ერთ წელიწადში ქართველმა ცენტრმა ევროლიგის ვარსკვლავად ჩამოყალიბება მოასწრო. ის სერბულმა "მეგა ბემაქსმა" მონტერნეგრულ "ბუდუჩნოსტში" გაანათხოვრა, სადაც ბითაძემ შთამბეჭდავად ითამაშა და არამარტო ევროპა, მსოფლიო აალაპარაკა. თავად ESPN-ის სადრაფტო რეიტინგში ბითაძე მსოფლიოში მე-19 ადგილზეა, რაც საკმაოდ მაღალი საფეხურია.

სტატიაში
ESPN-ის ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ საერთო სარგებლიანობით ბითაძე ევროლიგის ისტორიაში საუკეთესო კალათბურთლია თინეიჯერებს შორის. შარშან ლუკა დონჩიჩსაც არ ჰქონია საერთო შედეგიანობის ისეთი მაღალი ინდექსი, როგორც ეს მიმიდნარე სეზონში გოგას აქვს.

ბითაძე 24 წუთში ევროლიგაში საშუალოდ 12.1 ქულა, 6.4 მოხსნას და 2.3 დაფარებას ასრულებდა. პერიმეტრს შიგნიდან მისი სროლების 60 პროცენტი აღწევდა მიზანს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

NBA-ს 2019 წლის დრაფტი 20 ივნისს გაიმართება და ამ დღეს შევიტყობთ, თუ რომელ ნომრად და ვინ აიყვანს ქართველ ამომავალ ვარსკვლავს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა თქმა უნდა, წარმატებები გოგას!!!
თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ NBA ჯერ ცოტა ადრეა...
აჩი
11:28 22-04-2019
0
ვერ გავიგე თუ 18 შენზე წინ არიან მე-19 რით არის კარგი.გამოდის მეოთხე ხუთეულშია.
თავს ვიტყვილებთ
10:25 22-04-2019
2

სიახლეები პოპულარული