გიორგი შერმადინის "უნიკახა" ვალენსიაში შერცხვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 აპრილს, გიორგი შერმადინის მალაგის "უნიკახამ" "ვალენსიასთან" ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მატჩში დიდი სხვაობით, ანგარიშით 96:57 წააგო.

ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა პარკეტზე 16:54 წუთი გაატარა. ამ დროში მან 4 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. გიორგიმ 6-დან 2 ორქულიანი გამოიყენა.

ამ მარცხის შემდეგ "უნიკახა" ესპანეთის ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.

შემდეგ ტურში მალაგელები "ბურგოსს" უმასპინძლებენ. შეხვედრა 28 აპრილს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული