"ბითაძის თამაშს მოუთმენლად ველი" - ამერიკელი სენატორი გოგას ვიზის მიღებაში დაეხმარა

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრი ინდიანადან ტოდ იანგი ქართველ კალათბურთელ გოგა ბითაძეს აშშ-ის სამუშაო ვიზის მიღებაში დაეხმარა.

ამის შესახებ თავად სენატორმა "ტვიტერზე" დაწერა.

"მოხარული ვარ, რომ შევძელი დავხმარებოდი გოგა ბითაძეს ვიზასთან დაკავშირებულ პროცესში. ამ სეზონშივე მოუთმენლად ველოდები მის თამაშს "პეისერსის" შემადგენლობაში".

შეგახსენებთ, რომ ბითაძე "ინდიანა პეისერმა" დრაფტზე მე-18 ნომრად აიყვანა და ახალგაზრდა ცენტრად კონტრაქტი უკვე გააფორმა.


Sportall.Ge


ტოდ იანგი "რესპუბლიკური პარტიის" წევრია
და ის სენატორად 2016 წლის 8 ნოემბერს აირჩიეს.

გოგა ბითაძეს კი საზაფხულო ლიგის გამოტოვება მოუხდა, თუმცა უკვე გუნდს შეუერთდა და NBA-ს სადებიუტო სეზონისთვის ემზადება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კანონი რომ კანონობს ალბათ იმიტომ მოკლეს საკუთარი პრეზიდენტი კენედი?! და მერე ზედ10 მილიონი ვიეტნამელი მიაყოლეს! ))
aburjga
18 ივლისი 2019 18:33
11
კი ნამდვილად იდიოტები არიან, განსაკუთრებით ჰილარის მიმდევარი მანიაკები. მოკეტეთ ახლა თუ არა მოვიდა "კუკლუსკლანი"! ერთი მაგათ სირულ კინოებს უყურეთ და მერე ილაპარაკეთ!
aburjga
18 ივლისი 2019 18:31
8
კანონი კანონობს განურჩევლად ყველასთვის.ამიტომაც ააშენეს ასეთი მაგარი ქვეყანა.აბა ჩვენი ქვეყანაა ქვეყანა.გადაგვაყოლეს პრეზერვატივების კანონს....გოგას წარმატებები.....
კახა ქ.
18 ივლისი 2019 14:49
3
აშშ-ში მნივნელობა არა აქვს NBA-ში მიდიხარ თუ მძღოლოდ. კანონი ყველასთვის ერთია. ეგ იდიოტების კრებული ორღობის ქვეყანაში მოიკითხე.
Geo_Dinamo
18 ივლისი 2019 13:57
5
ეს აშშ რა იდიოტების საკრებულოა. ადამიანს, რომელმაც ნბა-ს კლუბთან კონტრაქტი გააფორმა, ვიზის მისაღებად სენატორის ჩარევა დასჭირდა! ვაა... აბა ესენი არიან თუ არია?!! ?!
aburjga
18 ივლისი 2019 13:44
39
ამერიკა იდიოტების საკრებულოა და საქართველო ტვინით გაძეძგილების...გავივსეთ ამერიკელი ემიგრანტებით. სამ-სამი ძიძა გვყავს უკვე და აღარ გვინდა :))))
saba
18 ივლისი 2019 15:49
8

სიახლეები პოპულარული