"ინდიანას" მიმომხილველი: გოგა ბითაძეს წუთები ექნება, თან არც ისე ცოტა

AutoSharing Option
"ინდიანა პეისერსის" მიმომხილველმა მარკ მანთიმ NBA-ს ვებგვერდზე მკითხველთა შეკითხვებზე პასუხისას საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, თუ რა როლი ექნება გოგა ბითაძეს მომავალ სეზონში "ინდიანას" შემადგენლობაში.

"ბითაძე, ტერნერი და საბონისი ოთხ და ხუთ ნომრებზე შეცვლიან ერთმანეთს. როტაციაში სწორედ ეს სამი კალათბურთელი იქნება ჩართული და ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმაც განაცხადა.

სამივე კალათბურთელს საკმარისი წუთები ექნება. გოგა ბითაძე ითამაშებს, თან პარკეტზე არც ისე ცოტა დროს გაატარებს და ის არ იქნება კაილი ქუინის მსგავსად, რომელიც საშუალოდ 8.2 წუთს თამაშობდა.

საკმაოდ უცნაურად ჩანდა, როცა ხალხმა იმაზე დაიწყო
საუბარი, რომ "ინდიანა" ბითაძის აყვანის შემდეგ ტერნერს ან საბონისს გაცვლიდა. ეს შესაძლოა მოხდეს კიდეც, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ბითაძე NBA-ს კალიბრის ცენტრად ჩამოყალიბდება. თუმცა "პეისერსს" ჯერ სამივე კალათბურთელი სჭირდება.

ასევე, ჩემთვის ძალიან საინტერესოა, ვინ დაჯდება სკამზე პირველი, როცა ბითაძე ითამაშებს. ეს ალბათ მატჩების სპეციფიკაზე იქნება დამოკიდებული. ტერნერსა და საბონისს, ორივეს შეუძლია 4 ნომრად თამაში. ასე რომ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობაც არ ექნება".

გოგა ბითაძემ ახლახან მოაგვარა სავიზო პრობლემები და გუნდს შეუერთდა. სამწუხაროდ, ბითაძემ ზაფხულის ლიგაში თამაში ვერ მოახერხა, თუმცა გოგას ყველაფერი წინ აქვს და ფანებისთვის თავის მოწონებას სხვა შეხვედრებში მოახერხებს.

altგოგა ბითაძემ "ინდიანაში" სათამაშო ნომერი შეიცვალა [PHOTO]

altbleacherreport: გოგა ბითაძეს შეუძლია უიშვიათესი ცენტრი გახდეს და აი რატომ...

altსავიზო პრობლემა მოგვარებულია - გოგა ბითაძე ინდიანაპოლისშია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული