ბითაძის კონკურენტი: გოგას დრაფტზე აყვანამ შოკში ჩამაგდო

AutoSharing Option
"ინდიანა პეისერსის" ცენტრი დომანტას საბონისი ლიეტუველ ჟურნალისტს, დონატას ურბონასს კლუბში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა და მათ შორის გოგა ბითაძესაც შეეხო.

"რა იყო პირველი რეაქცია, როცა დრაფტზე ბითაძე აიყვანეს? თავიდან შოკირებული ვიყავი, თუმცა მერე შევეგუე. მე და მაილსს (ტერნერი) შემცვლელი ცენტრი გვჭირდება და გოგა შესანიშნავი კალათბურთელია. მე მას დრაფტის შემდეგ ვესაუბრე. ის შრომისმოყვარე ბიჭია და "პეისერსი" მას კიდევ უკეთესს გახდის. ჩვენ მისი მსგავსი მოთამაშეები გვჭირდება", - თქვა საბონისმა.

დომანტას საბონისი და მაილს ტერნერი NBA-ს გასულ სეზონში თითქმის თანაბრად თამაშობდნენ. ახლა მათ გოგა
დაემატათ და დიდი ალბათობით, სათამაშო წუთები შეუმცირდებათ. თუმცა ამერიკულ პრესაში ბევრს წერენ, რომ "ინდიანას" ორი ცენტრიდან ერთ-ერთი (ტერნერი ან საბონისი) მომავალ სეზონში "პეისერსს" დატოვებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ორი ცენტრიდან ერთ-ერთი დატოვებს და არა დატოვებენ.
odala
15:27 09-08-2019
5

სიახლეები პოპულარული