აშშ-ის ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ ახალი სეზონისთვის კალენდარი წარმოადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას ლიგის პრესსამსახური ავრცელებს.
NBA-ს რეგულარული ჩემპიონატი 23 ოქტომბერს, ჩვენი დროით 04:00 საათზე დაიწყება.
პირველ დღეს ორი მატჩი გაიმართება.
მოქმედი ჩემპიონი "ტორონტო რეპტორსი" "ნიუ ორლეან პელიკანს" შეხვდება, ხოლო ლოს-ანჯელესში "ლეიკერსი" "კლიპერსს" დაუპირისპირდება.
გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" პირველ შეხვედრას 24 ოქტომბერს, ჩვენი დროით 03:00 საათზე "დეტროიტთან" გამართავს.
აქვე გეტყვით, რომ ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია. 35 წლის ვეტერანი კალათბურთელის ბოლო კლუბი "დეტროიტი" იყო, რომელთანაც კონტრაქტი უკვე ამოეწურა
და თავისუფალი აგენტია.
23 ოქტომბერი
ტორონტო-ნიუ ორლეანი 04:00
კლიპერსი-ლეიკერსი 06:30
24 ოქტომბერი
შარლოტი-ჩიკაგო 03:00
ინდიანა-დეტროიტი 03:00
ორლანდო-კლივლენდი 03:00
ბრუკლინი-მინესოტა 03:30
მაიამი-მემფისი 03:30
ფილადელფია-ბოსტონი 03:30
დალასი-ვაშინგტონი 04:30
სან ანტონიო-ნიუ იორკი 04:30
იუტა-ოკლაჰომა 05:00
ფინიქს სანსი-საკრამენტო 06:00
პორტლენდი-დენვერი 06:00