რატი ანდრონიკაშვილი ბერძნულ კლუბში გადავიდა და უმაღლეს ლიგაში ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი რატი ანდრონიკაშვილი კარიერას საბერძნეთის უმაღლესი ლიგის კლუბ "იონიკოსში" გააგრძელებს.
18 წლის ქართველმა უკანახაზელმა ქალაქ ნიკაიას გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი 29 აგვისტოს გააფორმა. "იონიკოსმა" გასულ სეზონში საბერძნეთის მეორე ლიგაში იასპარეზა, სადაც პირველი ადგილი დაიკავა და ქვეყნის უძლიერეს კლუბთა ლიგაში ადგილი მოიპოვა.

ანდრონიკაშვილმა გასული სეზონი ესპანეთის რანგით მე-4 ლიგაში გაატარა, სადაც "მიროფლორესის" ღირსებას იცავდა. მას ასევე ჰქონდა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში გადასვლის შანსი, მაგრამ რატიმ საბერძნეთის უმაღლესლიგელი გუნდი არჩია, სადაც პროფესიონალ კალათბურთელებთან მოუწევს თამაში.

"იონიკოსში" ანდრონიკაშვილს უკრაინის მოქალაქეობის მქონე ამერიკელი
- სტივ ბურტი, ბერძენი კოსტას მავროკეფალიდისი და ამერიკელები - ჯამალ ჯონსი და ბიჯეი სტიტი დახვდებიან.

ანდრონიკაშვილი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საშუალოდ 23.8 წუთს თამაშობდა, რა დროშიც 13 ქულას, 3.5 პასს, 2.8 ჩაჭრას და ამდენივე მოხსნას ითვლიდა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნიკაია არა ბიკენტია )))
0
და ეგ "ნიკაია" ქალაქი არაა :დდდ ათენის ერთერთი უბანია. გადაამოწმეთ ხოლმე რა გახდა. თუ არ შეგიძლიათ ამიყვანეთ სამუშაოდ მე :დ
თემო
01:51 31-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული