ქართველი კალათბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და NBA-ს ორგზის ჩემპიონი "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს და გულშემატკივრებს მიმართავს.
"16 წლის წინ გავხდი NBA-ს ოჯახის წევრი.
ეს იყო საუკეთესო წლები, რომელიც მოიცავდა ძალიან დიდ შრომას, მონდომებას, ბევრ რამეზე უარის თქმას, მაგრამ სანაცვლოდ უკან დამიბრუნდა საუკეთესო მოგონებები, შევიძინე უამრავი მეგობარი, გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია, თქვენი სიყვარული.
მთელი ცხოვრება ვიქნები მადლიერი თანადგომისა, რომელსაც სულ ვგრძნობდი დიდი მანძილის მიუხედავად.
არ განვიცდი, რომ ეს ყველაფერი დასრულდა, ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა...
მადლობა!"
მოგეხსენებათ, ზაზა ფაჩულიამ
კალათბურთელის კარიერა დაასრულა და მუშაობას "გოლდენ სტეიტ უორიორსში" კონსულტანტის პოზიციაზე გააგრძელებს.