Forbes: ბითაძე შრომისმოყვარეობითა და საბაზისო უნარ-ჩვევებით ყველა თანატოლს სჯობია

AutoSharing Option
ამერიკული გამოცემა Forbes-ი ახალგაზრდა ქართველი ცენტრის, გოგა ბითაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

Sportall.ge აღნიშნული სტატიის თარგმანს გთავაზობთ:

"ეს ამბავი ახალი არაა და დრაფტის ღამეს "ინდიანას" გარშემო არსებული ემოციები მედიაშიც მალე გავრცელდა. ეს იყო გაოცება, რომელიც ფანებსა და მოთამაშეებს დრაფტზე კიდევ ერთი ცენტრის აყვანამ გაუჩინა. დომანტას საბონისმა მარტივად შეაერთა ყველა ემოცია:

"კიდევ ერთი ცენტრი? თავიდან შოკში ვიყავი. თუმცა, მალევე შევეგუე. მე და მაილსს გვჭირდება შემცვლელი და ბითაძე კი შესანიშნავი კალათბურთელია. მას დრაფტის შემდეგ ვესაუბრე. ის შრომისმოყვარე ბიჭია და "ინდიანა" მას უკეთეს მოთამაშედ
ჩამოაყალიბებს. ჩვენ მისი მსგავსი კალათბურთელი გვჭირდებოდა".

საბონისის შოკი ამ ამბის მთავარი სიტყვები იყო. მისი შექება გოგას სამუშაოსადმი მიდგომის გამო თითქოს შეუმჩნეველი დარჩა. თუმცა, ისეთი უცნობი მოთამაშის შესახებ, როგორიც ბითაძეა, არცერთი დეტალი არ უნდა გამოგვრჩეს.

ქართველი ცენტრი NBA-ში სათამაშოდ 19 წლის ასაკში წამოვიდა. ის არ იყო ვალდებული, ეს გაეკეთებინა, შეეძლო ევროპაში დარჩენილიყო სათამაშოდ და სახლთანაც უფრო ახლოს იქნებოდა. თუმცა ბითაძე ასე არაა მოწყობილი.

გოგა ყოველთვის მორიგ გამოწვევას ეძებს. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ "მეგა ბიმაქსიდან" "ბუდუჩნოსტში" გადავიდა 2018 წლის ბოლოს - მას უფრო ძლიერი კალათბურთელების წინააღმდეგ სურდა თამაში.

"გოგას საკუთარი თავის გამოცდა უნდოდა ევროპაში მოთამაშე საუკეთესო კალათბურთელებთან თამაშით, - უთხრა გამოცემას ადამიანმა, რომელმაც ამ ტრანსფერის შინაარსი იცის. - ეს მისი სურვილი იყო, ეთამაშა ისეთ კლუბში, რომელიც ევროლიგაზე გამოდიოდა."

ბითაძე "მეგა ბიმაქსში" ამომავალი ვარსკვლავი იყო. ის დრაფტის დაფების მიმართულებით ისროდა და იქმნიდა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელის სახელს.

"პეისერსის" ერთ-ერთმა საერთაშორისო სკაუტმა ალეკსანდარ პაიოვიჩმა The Athletic-თან საუბარში თქვა, რომ "გოგა თავის ლიგაში დომინანტი იყო", ეს კი აჩვენებს, რამდენად კარგი იყო ბითაძე იმ ჩემპიონატისთვის ასეთ ახალგაზრდულ ასაკში. და მაინც, მას უფრო მაგარი ბიჭების დამარცხება სურდა. ბითაძეს მეტი უნდოდა, ვიდრე საუკეთესოობა ადრიატიკის ლიგაში.

გოგას კარგი მოძრაობა მისი, როგორც კალათბურთელის, უძლიერესი მხარეა. ის ისეთივე ტექნიკურია და ისეთი კარგი სათამაშო უნარ-ჩვევები აქვს, როგორც მას კევინ პიჩარდი და ნეით მაკმილანი ახასიათებენ. "ინდიანას" პრეზიდენტი (პიჩარდი) თვლის, რომ გოგა არაა პროექტი, ის უკვე მზადაა NBA-ში სათამაშოდ.

თუკი ბითაძე მზადაა საკუთარი წვლილის შესატანად პირველივე წელს, ქართველს საკუთარი მაღალი სათამაშო IQ-ს გამოყენება დასჭირდება, რომელიც მას მისცემს საშუალებას, იყოს პროდუქტიული, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ის ევროპაში საოცარად ასრულებდა დაცვით ფუნქციებს, იყო ფარის ელიტარული მცველი და პერიმეტრის გაკონტროლებაც კარგად გამოსდიოდა.

ფარის კარგი დაცვა არ გამოჰპარვიათ ევროპულ კლუბებსა და "ინდიანას". "ბუდოჩნოსტი" კი ამ უნარმა ძალიან მიიზიდა. "რაც ძალიან კარგად ჩანდა ბითაძესთან დაკავშირებით, იყო ის, რომ გოგას ძალიან კარგად გამოსდიოდა დაფარება".

"ინდიანას" მწვრთნელმა ნეით მაკმილანმა ეს შეფასება კიდევ უფრო წინ წამოსწია. "მე მინდა ისეთი ვინმე, ვისაც ფარის დაცვა შეუძლია და გოგა ამას კარგად აკეთებს".

ბითაძე ძალიან მაღალ დონეზე კითხულობს თამაშს დაცვაში, რაც მის ბრწყინვალე საკალთბურთო IQ-ზე მეტყველებს. ეს კიდევ უფრო გასაოცარი ხდება, როცა ვაანალიზებთ, რომ ბითაძე სულ ცოტა ხნის წინ გახდა 20 წლის.

დაფარებისა და ფარის დაცვის გარდა, სწორედ თამაშის წაკითხვის უნარები ქმნის გოგას შესანიშნავ "pick-and-roll" დამცველად. ასევე, ბითაძე კარგია ბურთით მყოფი შემტევის დაცვის დროს, რადგან კალათბურთელს მის წინ ინარჩუნებს და თუ დრიბლიორი სქრინის დამყენებელი კალათბურთელისთვის პასის მიცემას გადაწყვეტს, სივრცის კარგი გრძნობა ბითაძეს აძლევს საშუალებას, სწრაფად მოტრიალდეს და გადავიდეს პასის ადრესატის დასაცავად.

როგორც ყველა მაღალი ბიჭი, პერიმეტრის დაცვაში ისიც შეზღუდულია, მაგრამ ბითაძე ბევრ მაღალ კალათბურთელზე უფრო კარგია მცველებთან თამაშის დროს. გოგა საკმარისად სწრაფი და გრძელია, რათა სწრაფ მცველს დისტანციაზე ეთამაშოს და როცა ამის გაკეთება უხდება, საკმაოდ კარგად გამოსდის.

იმის პარალელურად, რომ დაცვა ქართველის სპეციალობაა, მისი შემტევი უნარები მოიცავს ისეთ დეტალებს, რომლებიც მაღალი ბიჭებისთვის ძალიან გამოსადეგია.

დრაფტამდელ პერიოდში კლუბებს ბითაძის სროლების ნახვა უნდოდათ. "შარლოტთან" ვარჯიშის დროს, ის პერიმეტრის ირგვლივ მოძრაობდა და 3-ქულიანებს ისროდა. მოგვიანებით გოგამ როდ ბოუნის უთხრა:

"მე საკმაოდ კარგად შემიძლია სროლა. ეს NBA-ში ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარე იქნება".

გასულ სეზონში, ქართველმა ცენტრმა ევროპაში თამაშის დროს დაანახა ყველას, რომ სროლა შეუძლია. ყველა ტურნირზე გოგამ 90 3-ქულიანიდან 36 ჩააგდო და ეს 40% გახლავთ. NBA-ში მხოლოდ 3 ცენტრს აქვს ასეთი მაჩვენებელი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბითაძე ძალიან კარგია შორიდან სროლის დროს, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპასთან შედარებით 3-ქულიანის ხაზი NBA-ში ფარიდან უფრო შორსაა.

ბითაძის კარგი თამაში შესამჩნევია "pick-and-roll" სიტუაციების დროსაც. ის სოლიდური სქრინერია და იქმნის სივრცეს მომავალი მოქმედებისთვის, თუმცა მისი ტალანტი სწორი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებასაც აძლევს. დაცვის გადართვის დროს ის დაბალ მცველებთან რჩება ხოლმე. სხვა შემთხვევაში კი, ბურთის მისაღებად ძალიან მაღლა ხტება და მზადაა ჩატენვისას პარკეტი გახვრიტოს. როცა გოგა საქმეში ერთვება, კარგი რაღაცები ხდება ხოლმე.

გასაოცარი შესაძლებლობების მქონე მაღალ ბიჭს შეუძლია სოლიდური შემტევი ძალა გახდეს. ძნელია იმ კალათბურთელების დაცვა, რომლებიც პერიმეტრის შიგნითა და გარეთ მოძრაობენ. თუ ბითაძე გამოიყენებს თავის კარგ მოძრაობებს და განვითარდება, მას შეუძლია გახდეს ისეთი კალათბურთელი, რომელზეც გუნდი ბურთის ფლობის დროს გააკეთებს აქცენტს.

ასევე, მოსალოდნელია, რომ ინდიანელი ფანები მას ისე შეიყვარებენ, როგორც ეს "ბუდუჩნოსტში" მოხდა. ევროლიგაში "გრან კანარიას" დამარცხების შემდეგ "ბუდუჩნოსტის" ფანებმა თავიანთი ცნობილი სიმღერა - "სექსი, ნარკოტიკები და ბოდიროგა" (ევროპული კალათბურთის ლეგენდა, დეიან ბოდიროგა) ქართველი ცენტრის გასამხნევებლად შეცვალეს.

ბითაძემ მაშინ საოცარი შეხვედრა ჩაატარა - ჩააგდო 16 ქულა და 7-ჯერ მოხსნა ფარიდან ბურთი. როცა ის პარკეტიდან გადიოდა, ფანებმა დაიწყეს სიმღერა: "სექსი, ნარკოტიკები და ბითაძე გოგა!"

ბითაძის თამაში, სხვა ახალგაზრდების მსგავსად, ჯერ ნედლეულივითაა. მას სჭირდება დრო, რომ ისწავლოს პასების გაკეთება. და საერთოდ, როგორც ყველა დებიუტანტს, მასაც დასჭირდება გარკვეული დრო NBA-სთან შესაგუებლად.

მაგრამ თავისი შრომისმოყვარეობითა და საბაზისო უნარ-ჩვევებით ყველა თანატოლს ჯობია. მას აქვს შანსი, გახდეს განსაკუთრებული, თუკი ფანებთან ისეთი კავშირის შექმნას მოახერხებს, როგორსაც ამას ოკეანის გაღმა ახერხებდა. მას შეუძლია "პეისერსის" ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კალათბურთელი გახდეს, რის საფუძველსაც მისი თამაში და პიროვნული თვისებები გვაძლევს."

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები გოგა... ღმერთს ებარებოდე
მიროსან
18:12 13-09-2019
2
კომენტარს რატომ არ მიქვეყნებთ? დილით დავწერე, რომ პრიჩარდის და ნეიტ მაკმილანის სახელები გქონდათ არეული და სხვა რამეც მეწერა კომენტარში, არ გამომიქვეყნეთ, ცენზურა გაქვთ?
გულშემატკივარი
18:07 13-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული