გიორგი შერმადინის 12 ქულა და "იბეროსტარის" გამარჯვება მის ყოფილ გუნდთან

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" ლა ლიგას მეორე ტურში გასვლაზე 88:80 დაამარცხა "უნიკახა".

შერმადინი 2 წელი იცავდა მალაგური გუნდის ღირსებას, გასული სეზონის მეორე ნახევარში სისტემატურად არ ათამაშებდნენ და ნავთსაყუდელი გამოიცვალა. ამდენად, მისი სტუმრობა დამაინტრიგებელი იყო.

მატჩს 6 805 მაყურებელი დაესწრო და პირველი ტაიმი 41:38 დასრულდა, გადამწყვეტი კი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც ტენერიფელებმა 27:11 მოიგეს. ბოლო მეოთხედში "უნიკახამ" მხოლოდ ანგარიშის შემცირება შეძლო და დამარცხდა.

შერმადინმა 31:52 წუთში 12 ქულა (9-დან 4 ორქულიანი, 5-დნ 4 საჯარიმო), 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება
მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20 იყო.

5 ოქტომბერს "იბეროსტარს" "რეალის" სახით უფრო სერიოზული გამომცდელი ეყოლება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული