This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
29 სექტემბერს, ლიგა ენდესას მეორე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" დაძაბულ ბრძოლაში სტუმრად 87:95 დამარცხდა "ბარსელონასთან".
"პალაუ ბლაუგრანაში" შეკრებილმა 6 578-მა მაყურებელმა მართლაც საინტერესო მატჩი იხილა.
გადამწყვეტი მეოთხედის წინ "ბასკონია" 5 ქულით იგებდა, მაგრამ "ბარსელონამ" მოახერხა შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანა და საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება.
შენგელიამ 36:58 წუთში 16 ქულა (9-დან 4 ორქულინი, 6-დან 2 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ის თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი გახლდათ.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი მეტ ჯენინგი ბასკურ გუნდს 23:36 წუთში 11 ქულით შეეწია.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე, მარგი ქმედების 35-იანი კოეფიციენტით, მასპინძელი ბრენდონ დევისი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა (24 ქულა+11 მოხსნა). 22 ქულა მისმა თანაგუნდელმა ნიკოლა მიროტიჩმა ჩააგდო.
6 ოქტომბერს "ბასკონია" "უნიკახას" უმასპინძლებს.