გოგა ბითაძე ინდოეთშია, მაგრამ "საკრამენტოსთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"ინდიანა პეისერსის" ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე 4 ოქტომბერს ინდოეთში "საკრამენტოსთან" მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის "ტვიტერი" ავრცელებს.

ბითაძის არყოფნის მიზეზი ტრავმაა. ქართველ ცენტრს მარჯვენა ფეხის ტერფი გადაუბრუნდა.

"ინდიანა" ინდოეთში საჩვენებელ მატჩებს მართავს. 5 ოქტომბერს "პეისერსი" ისევ "საკრამენტოს" დაუპირისპირდება, შემდეგ კი ამერიკაში დაბრუნდება, სადაც წინასასეზონო მატჩებისთვის დაიწყებს მომზადებას.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგს ხომ ვერაფერს გაიგებ...
emigranti
17:49 03-10-2019
0

სიახლეები პოპულარული