გიორგი შერმადინის 18 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება მანრესაში [VIDEO]
AutoSharing Option
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Caption Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატში მე-5 ტურის მატჩი გამართა გიორგი შერმადინის “ტენერიფე იბეროსტარმა” და იოლი გამარჯვება მოიპოვა. კუნძულელები ქალაქ მანრესაში ეთამაშნენ ამავე სახელწოდების გუნდს და 20 ქულის სხვაობით – 81:61 გაიმარჯვეს. ტენერიფელთა გამარჯვებაში დიდი წილი ქართველ ცენტრზე მოდის, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
შერმადინი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:19 წუთი დაჰყო. ქართველმა ცენტრმა 9-დან 7 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რამაც ჯამში 18 ქულა შეადგინა. გიორგი კარგად გაისარჯა ფარქვეშ და თავი 9 მოხსნას მოუყარა, რასაც თითო ჩაჭრა-დაფარება მოაყოლა. შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 26 შეადგინა, რაც 2-ით ნაკლები გახლდათ მის თანაგუნდელ სანტიაგო იუსტას მონაგარზე, რომელმაც 21 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.
ხუთი ტურის შემდეგ შერმადინის გუნდს 3 მოგება აქვს და 18-გუნდიან ლიგაში მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 27 ოქტომბერს თორნიკე შენგელიას “ბასკონიასთან” გამართავს.