საქართველოს ნაკრების კალათბურთელი საკლუბო კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი დუდა სანაძე კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს.

სანაძემ კონტრაქტი "ოლივეირენშესთან" გააფორმა და სავარაუდოდ, შემდეგ ტურში, 27 ოქტომბერს პორტუგალიის ჩემპიონატში, "ლუზიტანიას" წინააღმდეგ ითამაშებს.

სანაძე ბოლოს პოლონეთის უმაღლესლიგელ "რადომში" თამაშობდა, სადაც ერთ-ერთი ბომბარდირი იყო, თუმცა ეს გუნდი პლეი-ოფში ვერ გავიდა და მას ნაადრევად მოუწია სეზონის დასრულება.

სხვადასხვა დროს დუდა თბილისის "დინამოს", "რუსთავის", "ბათუმის", აშშ-ის სტუდენტური ლიგის "სან დიეგოს", სლოვენიური "პრიმორსკას", იტალიური "პისტოიას", პოლონურ "როსა რადომის" და ესპანური "გიპუსკოა ბასკეტის" ღირსებას იცავდა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვფიქრობ არცთუ საუკეთესო გადაწყვეტილებაა,დუდა ბევრად უკეთეს ჩემპიონატს იმსახურებს ვიდრე პორტუგალიისაა
ვახო
00:34 22-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული