ბექა ბურჯანაძემ "ბარსელონასთან" ორმაგი დუბლი გაიფორმა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გრან კანარიას" ქართველმა ფორვარდმა ესპანური გრანდის წინააღმდეგ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში სასტარტო ხუთეულში ითამაშა და ორმაგი დუბლით მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბექა ბურჯანაძემ პირველად ითამაშა კანარელთა სასტარტო ხუთეულში, რაც მის პროგრესსა და მწვრთნელის მხრიდან ნდობის გაზრდაზე მიანიშნებს.

ბურჯანაძემ 28:43 წუთი გაატარა პარკეტზე და 14 ქულა და 10 მოხსნა (5 შეტევაში) მოაგროვა. ჩვენებურმა 5-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მასზე კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ლეგიონერის შედეგიანი გარჯა მით უფრო დასაფასებელია, რომ მას უმეტესწილად
თამაში "ბარსელონას" ლიდერ ნიკოლა მიროტიჩის წინააღმდეგ უწევდა. ამ უკანასკნელმა, ამერიკელ ბრენდონ დევისის მსგავსად, კატალონიელებს 20 ქულა შესძინა. მატჩი საბოლოოდ მასპინძელმა კატალონიელებმა 89:75 მოიგეს.

5 ტურის შემდეგ "გრან კანარიას" 2 მოგება აქვს და ცხრილში მე-11 ადგილზეა. მე-6 ტურში, 28 ოქტომბერს, ბურჯანაძის გუნდი "ხუვენტუდს" უმასპინძლებს.


მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული