თორნიკე შენგელია "ოლიმპიაკოსმა" ვერ შეაჩერა - 25 ქულა, 9 მოსხნა და 3 პასი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ "ოლიმპიაკოსთან" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

ევროლიგის მეოთხე ტურში "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე "ოლიმპიაკოსს" 82:66 სძლია და ქართველი კალათბურთელი პარკეტზე საუკეთესო იყო.

შენგელიამ 29:45 წუთში 25 ქულა (16-დან 9 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 9 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

თორნიკე მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე და მარგი ქმედების 28-იანი კოეფიციენტით MVP გახდა.

უკლებლივ ყველა საკალათბურთო და ესპანური სპორტული გამოცემა შენგელიას ჩინებულ ასპარეზობას უსვამს ხაზს.

საქართველოს ნაკრების წევრმა მეტ ჯენინგმა თავის გუნდს 17:08 წუთში
2 ქულა შესძინა.

"ბასკონიას" 2 მოგება აქვს და 29 ოქტომბერს სტუმრად "ვილერბანს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
საქართველოს ასახელებს საზღვარ გარეთ და ეგ მეამაყება მეტი არაფერი თან ბილეში მეწერა ბასკონიას მოგება და მაგარი გამისწორდა
irakli
08:01 26-10-2019
0
ჩართო თოკო მოტორსი❤❤❤
irakli
02:20 26-10-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული