გოგამ პარკეტზე 4 წუთი გაატარა და ამ დროში 2 ქულა მოიპოვა და ერთხელ მოხსნა ბურთი. ალბათ, კიდევ უფრო მეტი სათამაშო დრო ექნებოდა, რომრომ არა ტრავმა, რომელიც სეზონის წინ მიიღო. მეორე მეოთხედის დასაწყისში გოგამ პარკეტი კოჭლობით დატოვა და მთავარ მწვრთნელს მოედანზე აღარ შეუყვანია.
"ინდიანას" შემადგენლობაში საუკეთესო მალკომ ბროგდონი იყო, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო და 10 გადაცემა გააკეთა. მაილს ტერნერმა შეხვედრა 11 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა. დომანტას საბონისს 14 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა. შეხვედრა კი ინდიანაპოლისელებმა 111:117 დათმეს.
"ინდიანას" 2 შეხვედრიდან 2 მარცხი აქვს და შემდეგ თამაშს "დეტროიტთან" 29 ოქტომბერს გამართავს.
NBA. რეგულარული სეზონი: ვესტბრუქის სამმაგი დუბლი დერიკ როუზის 31 ქულამ დაჩრდილა [VIDEO]