indystar.com: გოგა ბითაძე NBA-ში დაცვაში თამაშისთვის ჯერ მზად არ არის

AutoSharing Option
NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" სტუმრად "ბრუკლინ ნეთსს" 118:108 სძლია. ქართველმა ცენტრმა 8:32 წუთში 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ბლოკი მიითვალა. შეხვედრის მიმოხილვაში indystar.com-მა აღნიშნა, რომ მაილს ტერნერის ტრავმის გამო ბითაძეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცა, თუმცა დამაჯერებელი ვერ იყო:

"წინასასეზონო შეკრების შემდეგ მწვრთნელებმა თქვეს, რომ ის დაცვაში სათამაშოდ ჯერ მზად არ არის და ამაში მართლები არიან. NBA-ში ტანმაღლებს მრავალფუნქციური დატვირთვა აქვთ, რაც ბითაძის მსგავსი 20 წლის კალათბურთელისთვის სერიოზულად შესათვისებელია. ევროპული კალათბურთი მათგან ასე ბევრს არ მოითხოვს."

თუ ტერნერის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა, გოგას ისევ მიეცემა შანსი და ნუ დაგვავიწყდება, რომ ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს დასკვნა გოგას 8 წუთიანი თამაშით გააკეთეს, კომენტარიც ზედმეტია, ეს გამოცემა რა დონისაცაა აღარ დავწერ.
გულშემატკივარი
01 ნოემბერი 2019 10:26
0
გამოცემას მოკლედ და ობიექტურად უწერია, რაც მოხდა - გოგას ერთი-ორჯერ თავზე გადაატენეს ბურთი, რამოდენიმეჯერ უბრალოდ გაუძვრნენ და რამოდენიმეჯერ უხეიროდ დაუფარა, რაც 8 წუთისთვის არცთუ ცოტაა, მაგრამ ეს არაა ტრაგედია და არც გამოცემა აძლევს ამას ტრაგედიის სტატუსს. ობიექტური რეალობაა ისაა, რომ გოგა სწორედ ტერნერისა და საბონისის სავარაუდო ტრავმების დამზღვევად აიყვანეს გუნდში და ახლა უფრო მეტი შანსი მიეცემა. ამ თამაშისთვის კი არც გოგა და არც მწვრთნელი უბრალოდ მზად არ იყვნენ, რადგან ტერნერი პირველივე მეოთხედში დაშავდა, საბონისს ფაქტიურად მთლიანად შეტევაზე მოუწია გადართვა და გოგა დაცვაში უბრალოდ ჩავარდა - არც აქამდე ყოფილა მისი ძლიერი მხარე. ზოგადად, ევროპული კალათბურთი ნბა-სთან შედარებით შენელებული კადრივითაა და მის რიტმში ჩაჯდომა გარკვეულ დროს, გამოცდილებას და გუნდის დანარჩენ წევრებთან შეთამაშებას მოითხოვს. გოგას არც ერთის საშუალება ჰქონია და იმიტომაც დაინდეს, თორემ მაგათ კრიტიკა და ქოქოლა იციან, თამაშის ხალისს სამუდამოდ დაგაკარგინებენ... ტერნერი ღმერთმა კაი ჯანზე ამყოფოს, მაგრამ მოვლენები გოგასთვის სასიკეთოდ ვითარდება და ამ შანსს გაორმაგებული მოტივაციით უნდა ჩაებღაუჭოს, მოტივაცია და მიზანდასახულობა კი არც აქამდე აკლდა. რჩება კიდევ ერთი უმთავრესი კომპონენტი - ხასიათი... სწორედ ის ხასიათი, რომლის წყალობითაც ზაზა ფაჩულიამ ლამის ნახევარი ნბა მოიარა და "გოლდენ"-შიც კი საკმაოდ წონადი მოთამაშე გახლდათ და ის ხასიათი, რომლის გამოც ზაზაზე ბევრად ნიჭიერმა და უკეთესი მონაცემების მქონე თორნიკე შენგელიამ ერთი სეზონიც ვერ ჩაამთავრა ნბა-ში და ალბათ სწორადაც მოიქცა, რომ ახლა ესპანეთში დაფრინავს... სწორედ ის ხასიათი და ნბა-ს კაციჭამიებთან ჭიდილში გამოწრთობილი ხასიათის ის სიმტკიცე, რომლის გამოც უკვე საკმაოდ მობერებულ ფაჩულიას ქანცის გაწყვეტამდე ათამაშებდნენ ხოლმე კოკოშკოვი და ზუროსი და რასაც, თუ ალალად ვიტყვით, დღეს ნაკრების ვერცერთი კალათბურთელი ვეღარ ქაჩავს... გოგა ახლახანს გახდა 20-ის და თუ ხასიათს გამოიჩენს, სწორედ ნბა-ში და სწორედ იმ თვისებებს აკრეფს, რაც მას ნებისმიერ გუნდში თავის დამკვიდრების საშუალებას მისცემს და ნაკრებშიც ფასდაუდებელ მოთამაშედ აქცევს - ხსენებული "შენელებული კადრი" ნაკრებში უკვე მის სასარგებლოდ ამუშავდება და ფაჩულიას დარად ფაქტიურად მარტოკაცს შეეძლება ხოლმე გადამწყვეტი თამამაშების მოტრიალება... ეს ყველაფერი გოგას წინ აქვს და წარმოდგენაც კი არ მინდა, რომ ასეთ შანსს ვერ გამოიყენებს... ამასთან, სულაც არაა საჭირო, რომ სასწრაფოდ ძირითადი ხუთეულის მოთამაშე გახდეს, ეს უდიდეს ფსიქოლოგიურ წნეხს და უდიდეს ფიზიკურ დატვირთვას გულისხმობს და ცოტა ჩვენკენაც რომ ვიფიქროთ, რაც უფრო ნაკლებად გამოეტირება ნბა-ს მწვრთნელი სანაკრებო თამაშებზე წამოსულ ბითაძეს, უკეთესიც უნდა იყოს, თორემ შენგელიასა და შერმადინის არყოფნა რა შავ დღეშიც აგდებს ხოლმე ნაკრებს, ყველას მშვენივრად მოგვეხსენება... სხვათა შორის, "ინდანა" განაჩენი სულაც არაა, სეზონის წინ ეს გუნდი გოგას სტილის მოთამაშეებით ყველაზე დაკომპლექტებულად მიიჩნეოდა და უნივერსალური მონაცემების მქონე, თუნდაც ახალბედა ცენტრებზე მოთხოვნილება კი უამრავ გუნდშია... ისე, ყოველი შემთხვევისთვის...
მ. ტ.
01 ნოემბერი 2019 12:38
2
მზად თუ არ იყო ანუ თამAში არ იცოდა ან ფიზიკურად ვერ ქაჩავდა რას დასდევდნენ თქვენი ქვეყნის სკაუტები წინ და უკან მთელი 2 წელი?? კაცი ევროპაში მეგა ვარსკვლავი იყო და ახლა თურმე მზად არ არის??!! ვინ გეხვეწებოდათ დრაფტზე რომ დაავლეთ ხელი და აიყვანეთ, როცა გუნდში უკვე გყავდათ ტერნერი და საბონისი?? თუ არ გამოჩნდებოდა ისეთი გუნდი ვისაც ნამდვილად სჭირდებოდა ბითაძე, დაბრუნდებოდა ევროპაში და ნებისმიერი გუნდი სიხარულით აიყვანდა! ახლა რას შვებით, ახალგაზრდა 20 წლის ბიჭში კალათბურთელს კლავთ? მეზიზღება ეს ნბა!
aburjga
01 ნოემბერი 2019 07:45
11

სიახლეები პოპულარული