ბითაძის შესანიშნავი მატჩი NBA-ში! - გოგას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 2 ნოემბრის დილით გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 102:95 დაამარცხა და ამაში საკუთარი წვლილი ქართველმა ცენტრმაც შეიტანა.

ბითაძემ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 24:54 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 ბლოკი მოაგროვა. როგორც ხედავთ ქართველ ცენტრს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.


გოგამ 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო. ბითაძე ბლოკების მხრივ შეხვედრაში საუკეთესო იყო. მართალია ორი
დაკარგვა ჰქონდა, თუმცა მისი პარკეტზე ყოფნის დროს "ინდიანამ" მეტოქეზე 15 ქულით მეტი ჩააგდო და ესეც საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. "ინდიანამ" კი სეზონში მეორე მატჩი მოიგო.


რეალურად, ეს პირველი სრულფასოვანი მატჩი იყო ბითაძისათვის NBA-ში და გოგამაც შანსი გამოიყენა. შემდეგ შეხვედრას ინდიანაპოლისელები 4 ნოემბერს, "ჩიკაგო ბულზის" წინააღმდეგ გამართავენ.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ბრუკლინი-ჰიუსტონი 123:116
ორლანდო-მილუოკი 91:123
ბოსტონი-ნიქსი 104:102
ჩიკაგო-დეტროიტი 112:106
დალასი-ლეიკერსი 110:119 (103:103)
საკრამენტო-იუტა 102:101
გოლდენ სტეიტი-სან ანტონიო 110:127

altგოგა ბითაძეს NBA-ში დებიუტი ჰქონდა, პირველი ქულებიც მოიპოვა, თუმცა... [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 34 /
თამაშზე არ მიყურებია მაგრამ სტატისტიკა მშვენიერია. ძაან გამიხარდა. წარმატებები გოგას! ეს მხოლოდ დასაწყისია მჯერა და ბევრს მოუმატებს!
შოთა
02 ნოემბერი 2019 09:30
0
GO!!! GOGA !!!
912
02 ნოემბერი 2019 15:01
0
იმედი მქონდა სილქ უნივერსალზე იქნებოდა.წუხელ 4 საათამდე ველოდი,მაგრამ არ აჩვენეს.როგორც ჩანს,მშვენივრად ითამაშა.მისგან მეტოქე ამდენს ალბათ არ ელოდა.ფაქტია,რომ განაცხადი გააკეთა. მომდევნო თამაშებში გაცილებით მეტ ყურადღებას დაუთმობენ,მაგრამ თვითონაც მოემატება თავდაჯერება,ჩაჯდება სათამაშო სქემებში და კიდევ უფრო სასარგებლო გახდება.
სოსო
02 ნოემბერი 2019 12:53
0
4 ბლოკშოტი - წერონ და იძახონ ამ ვითომ ექსპერტებმა ამერიკაში "გოგა დაცვაში სუსტიაო" - დაუმტკიცა ამერიკელებს თავისი დონე. წარმატებები, გოგა!
კიდევ მეტი და მეტი სტატისტიკა/სიმაღლეების დაპყრობა
qomagi
02 ნოემბერი 2019 12:52
0
ყოჩაღ გოგა, ასე გააგრძელე!!!
sormona
02 ნოემბერი 2019 09:42
0
შენ შეგიძლია!!! შენ უფრო მეტი შეგიძლია!!! შენ ძალიან ბევრი შეგიძლია !!!
დიმო
02 ნოემბერი 2019 12:19
0
გოგა ბითაძე, მომავალ სეზონში ყველა ვარსკვლავის მატჩში!!!
ირაკლი
02 ნოემბერი 2019 12:05
3
საღოლ გოგილოოოოო... დაუმტკიცე მაგ დიშლაპუტურ ამერიკელებს რო არაფერი არ გაქვს დასამტკიცებელი და მზად ხარ!!!
მიროსან
02 ნოემბერი 2019 16:33
3
მაგარია, დარწმუნებული ვარ გოგა ყოველი მატჩის შემდეგ უფრო და უფრო პროგრესირდება და გუნდში საუკეთესო კალათბურთელი გახდება, მთავარია მწვრთნელმა არ შეზღუდოს... და ვინმემ რომ მიპასუხოთ, ეს ორმაგი დუბლი რას ნიშნავს, ანუ ორჯერ რომ მოუხსნი ზედიზედ?
ირაკლი
02 ნოემბერი 2019 19:34
7
ორმაგი დუბლი: 10 ან მეტი ქულა და 10 ან მეტი მოხსნა.
სამმაგი: 10 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი,
ქომაგი
02 ნოემბერი 2019 23:24
1
დუბლი არის ორნიშნაზე რო ავა ანუ 10ზე მინიმუმ ვთქვათ ქულებში ან მოხსნებში და თუ ორივეში ავა ორმაგი დუბლი თუ 10 პასიც გააკეთა სამმაგი დუბლი და ასე შემდეგ
ormagi dubli
02 ნოემბერი 2019 20:32
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული