ქართველი ლეგიონერის კლუბმა სტუმრად "ბარეირენსე" 89:80 დაამარცხა, დუდა კი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28:51 წუთში 17 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.
სანაძემ 9-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 5-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
აღსანიშნავია, რომ დუდა სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.
"ოლივეირენშე" პორტუგალიურ ლიგაში მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს და მხოლოდ ერთპიროვნულ ლიდერ "პორტუს" ჩამორჩება, მომდევნო
მატჩს კი 23 ნოემბერს, შინ, "მადეირასთან" ჩაატარებს.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით