დუდა ტრადიციულად სასარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27:08 წუთი გაატარა. ამ დროში სანაძემ 29 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაგროვა. ქართველმა უკანახაზელმა ვურთი ერთადერთხელ დაკარგა. დუდამ 9-დან 5 ორქულიანი, 9-დან 3 სამიანი და 11-დან 10 საჯარიმო ჩააგდო.
7 მოგებითა და 1 მარცხით სანაძის გუნდი "სპორტინგთან" 2-3 ადგილებს იყოფს. შემდეგ ტურში, 29
ნოემბერს, "ოლივეირენშე" პირველ ადგილზე 8 მოგებით მყოფ "პორტოს" დაუპირისპირდება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით