გოგა ბითაძის "ინდიანამ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 ნოემბერს გოგა ბითაძის "ინდიანამ" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა და ანგარიშით 121:102 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 11:32 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ბითაძემ 3 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 30 ქულა ბოიან ბოგდანოვიჩმა ჩააგდო.

"ინდიანადან" კი დომანტას საბონისი გამოირჩა, რომელმაც 23 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

ეს "ინდიანას" ზედიზედ მეოთხე მოგებაა. "პეისერსი" 11 მოგებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს.

ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 30 ნოემბერს, ჩვენი დროით 05:00
საათზე, შინ "ატლანტასთან" გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ბოსტონი-ბრუკლინი 121:110
შარლოტი-დეტროიტი 102:101
კლივლენდი-ორლანდო 104:116
ფილადელფია-საკრამენტო 97:91
ტორონტო-ნიუ იორკი 126:98
ჰიუსტონი-მაიამი 117:108
მემფისი-კლიპერსი 119:121
მილუოკი-ატლანტა 111:102
სან ანტონიო-მინესოტა 101:113
ფინიქსი-ვაშინგტონი 132:140
ნიუ ორლეანი-ლეიკერსი 110:114
პორტლენდი-ოკლაჰომა 136:119
გოლდენ სტეიტი-ჩიკაგო 104:90
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცოტა მეტი სტატისტიკა, თუ შეიძლება. 3 ქულა რამდენი სროლიდან ჩააგდო ვიმკითხაოთ? ადრე ეს მაინც არ გეზარებოდათ!!
1

სიახლეები პოპულარული