რაც პორტუგალიაში გადავიდა, დუდა სანაძის გუნდმა პირველად წააგო. ქართველი უკანახაზელი “ოლივეირენშეში” 1 თვის წინ გადავიდა და მას შემდეგ ამ გუნდმა 5 მატჩი მოიგო. პორტუგალიის ჩემპიონატის გასულ ტურში კი ოლივეირენშელები ლიდერ "პორტუს" შეხვდნენ და 71:81 წააგეს.
"ოლივეირენშემ" მხოლოდ მე-3 მეოთხედი (23:16) მოიგო, დანარჩენები კი დათმო და ბოლოსკენ გამარჯვების შანსი აღარ ჰქონია.
სანაძე, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და 30:25 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა.
დუდამ 5-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი
2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი ლეგიონერის მოედანზე ყოფნის პერიოდში, მასპინძლებმა სტუმრებზე 24 ქულით ნაკლები ჩააგდეს და სამწუხაროდ, ეს უარესი მაჩვენებელი გახლდათ.
"ოლივეირენშე" 7 მოგებითა და 2 წაგებით მე-3 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 1-ელ დეკემბერს, სტუმრად, მეორეადგილოსან "სპორტინგთან" ჩაატარებს.
"ოლივეირენშემ" მხოლოდ მე-3 მეოთხედი (23:16) მოიგო, დანარჩენები კი დათმო და ბოლოსკენ გამარჯვების შანსი აღარ ჰქონია.
სანაძე, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და 30:25 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა.
დუდამ 5-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი
ქართველი ლეგიონერის მოედანზე ყოფნის პერიოდში, მასპინძლებმა სტუმრებზე 24 ქულით ნაკლები ჩააგდეს და სამწუხაროდ, ეს უარესი მაჩვენებელი გახლდათ.
"ოლივეირენშე" 7 მოგებითა და 2 წაგებით მე-3 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 1-ელ დეკემბერს, სტუმრად, მეორეადგილოსან "სპორტინგთან" ჩაატარებს.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით