შერმადინის ლამაზი ჩატენვა, 100%-იანი შედეგი და გამარჯვება ყოფილი გუნდის წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფე" "ანდორას" ესტუმრა და მეტოქეს 10 ქულით დაამარცხა - 86:76. ქართველ ცენტრს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ცუდად არ უთამაშია, თუმცა გაცილებით შედეგიანი იქნებოდა, 15 წუთის შემდეგ 5 პერსონალურის გამო მოედნიდან რომ არ გავარდნილიყო.

სასტარტო ხუთეულში მყოფ ქართველ ცენტრს არცერთი სროლა არ გაუფუჭებია. გიორგიმ 6-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. სამწუხაროდ, შერმადინი, რომელიც აკურატული თამაშით გამოირჩევა და ხშირად მთელი მატჩის განმავლობაში ჯარიმას არ იღებს, პერსონალურების ლიმიტის გამო მოედნიდან გავარდა.
15 წუთში გიორგის ანგარიშზე 12 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი იყო.

ტენერიფეს 13 მატჩში 8 მოგება დაუგროვდა და ლიგა ენდესაში მე-4 ადგილზეა. შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში "გრან კანარიას" დაუპირისპირდება. შეხვედრა 21 დეკემბერს გაიმართება.

მომზადებულია gbf.ge-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული