სასტარტო ხუთეულში მყოფ ქართველ ცენტრს არცერთი სროლა არ გაუფუჭებია. გიორგიმ 6-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. სამწუხაროდ, შერმადინი, რომელიც აკურატული თამაშით გამოირჩევა და ხშირად მთელი მატჩის განმავლობაში ჯარიმას არ იღებს, პერსონალურების ლიმიტის გამო მოედნიდან გავარდა. 15 წუთში გიორგის ანგარიშზე 12 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი იყო.
ტენერიფეს 13 მატჩში 8 მოგება დაუგროვდა და ლიგა ენდესაში მე-4 ადგილზეა. შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში "გრან კანარიას" დაუპირისპირდება. შეხვედრა 21 დეკემბერს გაიმართება.
მომზადებულია gbf.ge-ის მიხედვით