
15 დეკემბერს, ლიგა ენდესის მე-13 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" გასვლაზე "მურსიას" 86:75 სძლია.
შენგელიამ 35:34 წუთში 19 ქულა (9-დან 8 ორქულიანი, 2-დან 0 სამიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 3 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 21 იყო და მატჩის MVP გახდა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 15:42 წუთში 6 ქულა ჩააგდო.
"ბასკონია" 7 მოგებით მე-5 ადგილზეა და 22 დეკემბერს "ბურგოსს" უმასპინძლებს.