17 დეკემბერს, ევროლიგის მე-14 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" გასვლაზე მოულოდნელად დიდი ანგარიშით დამარცხდა "ვალენსიასთან" - 77:105.
თანაბარი თამაში მხოლოდ პირველ მეოთხედში მიმდინარეობდა, შემდეგ კი მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
შენგელიამ 24:12 წუთში 15 ქულა (8-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი), 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან 5 პერსონალურის გამო ნაადრევად დატოვა პარკეტი.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი თავის გუნდს ვერაფრით დაეხმარა - 11:51 წუთში 0 ქულა.
"ბასკონია" 6 მოგებით მე-10 ადგილზეა და 20 დეკემბერს "რეალს" უმასპინძლებს.