"ინდიანა პეისერსმა" მოგებათა სერია შეწყვიტა, გოგა ბითაძის გუნდი "მილოუკი ბაქსს" ესტუმრა და 89:117 განადგურდა.
გოგა ბითაძემ პარკეტზე 8:19 წუთი გაატარა და საკმაოდ ცუდი თამაში გამოუვიდა. ქართველმა ამ დროში სამჯერ გაისროლა კალათის მიმართულებით და ვერცერთი ვერ ჩააგდო, ორჯერ მოხსნა კალათზე ბურთი და ერთი ბლოკი გააკეთა. გოგა ბითაძის ეფექტურობის მაჩვენებელი საბოლოოდ -5 იყო.
ინდიანაპოლისელებში გამორჩეული დომანტას საბონისი იყო, რომელმაც 19 ქულას, 18 მოხსნას და 5 გადაცემას მოუყარა თავი. შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი მილოუკელი გიანის ანტეტოკოუნმპო იყო, რომელმაც 18 ქულას, 19 მოხსნას და 9
გადაცემას მოუყარა თავი.
"ინდიანამ" ამ მარცხით აღმოსავლეთ დივიზიონში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. მათი შემდეგი მეტოქე "ტორონტო რეპტორსი" იქნება.