"ინდიანამ" NBA-ს მოქმედი ჩემპიონი გოგა ბითაძის გარეშე დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 დეკემბერს გოგა ბითაძის "ინდიანამ" შინ "ტორონტო" ოვერტაიმში ანგარიშით 120:115 დაამარცხა.

მატჩის ძირითადი დრო 107:107 დასრულდა, ხოლო ოვერტაიმში უფრო ძლიერი "პეისერსი" აღმოჩნდა.

სამწუხაროდ, ქართველ ცენტრს სათამაშო დრო არ მისცემია.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 30 ქულა კაილ ლაურიმ ჩააგდო.

"ინდიანადან" მაილს ტერნერი და თი ჯეი უორენი 24-24 ქულით გამოირჩნენ. დომანტას საბონისმა 12 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა.

ეს "ინდიანას" 21-ე მოგებაა 31 შეხვედრაში და აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი სტუმრად "მაიამისთან" 28 დეკემბერს, ჩვენი დროით 05:00 საათზე
გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

კლივლენდი-ატლანტა 121:118
დეტროიტი-ფილადელფია 109:125
ნიუ იორკი-ვაშინგტონი 115:121
ორლანდო-ჩიკაგო 103:95
მაიამი-იუტა 107:104
მემფისი-სან ანტონიო 115:145
ფინიქსი-დენვერი 111:113
პორტლენდი-ნიუ ორლეანი 94:102
საკრამენტო-ჰიუსტონი 104:113
გოლდენ სტეიტი-მინესოტა 113:104
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯერ ერთი მოქმედი ჩემპიონები კიარიან მაგრამ საკმაოდ სუსტი კავაი ლეონადრი არ ყავთ სხვა გუნდში გადავიდა და პასკალ სიაკამი ტრამვირებული იყო ესენი იყვნენ წამყვანი კალათბურთელები. ესენი კი არ არი ისეთი ძალა. გოგას რაც |შეეხება იმედი მაქ საბონისი ან ტერნერი მიიღებენ ტრამვას და იმის მერე ექნება გოგას შანსი თავი გამოიჩინოს მანამდე მოუწევს სკამზე ჯდომა
rr
24 დეკემბერი 2019 17:25
2
შეცდომები ყველას მოსდის, 19-20 წლის ბიჭსაც! ახლა რაც შეიძლება მცირე დანაკარგებით უნდა შეელიოს ნბა-ს! ევროპაში სულ მოთხოვნადი იქნება, ყოველთვის ითამაშებს, სახელსაც მოიხვეჭს და ფულსაც!
aburjga
24 დეკემბერი 2019 16:46
3
სანამ მთლად დაავიწყდებოდეს თამაში, უნდა უშველოს თავს, თუნდაც ევროპაში დაბრუნდეს
lado
24 დეკემბერი 2019 15:20
6
არ არის ეს ბიჭი NBA სთვის , გაანებონ თავი. ამბიციებს აყვა ბითაძე და არ არის ეგ მაგისი დონე!!!
noe
24 დეკემბერი 2019 14:11
9
შენგელიასაც ანალოგიურად მოექცნენ თავის დროზე და კი არის ახლა ევროპაში
გიორგი
24 დეკემბერი 2019 12:48
2

სიახლეები პოპულარული