28 დეკემბერს გოგა ბითაძის "ინდიანა" სტუმრად "მაიამისთან" 112:113 დამარცხდა.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 4:10 წუთი დაჰყო და თავის გუნდს ვერაფრით ვერ შეეწია.
"ინდიანადან" აარონ ჰოლიდეი 17 ქულით, ტი ჯეი უორენი და ჯერემი ლემბი კი 16-16 ქულით გამოირჩნენ. მაილზ ტერნერმა 13 ქულა დ 6 მოხსნა, ხოლო დომანტას საბონისმა 8 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე მასპინძელთა ცენტრი ედრის ადებაიო იყო, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო და 15-ჯერ მოხსნა ბურთი, ყველაზე შედეგიანი კი 20 ქულით მისი თანაგუნდელი ჯიმი ბატლერი გახდა.
"ინდიანა" 32
ტურის შემდეგ 21 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში ისევ მეექვსე ადგილზეა და 29 დეკემბერს სტუმრად "ნიუ ორლეან პელიკანსს" შეხვდება.