გოგა ბითაძის 1 ქულა 9 წუთში - "ინდიანა" დამარცხდა

AutoSharing Option
3 იანვარს "ინდიანა პეისერსმა" NBA-ს რეგულარული სეზონის ფარგლებში "დენვერს" უმასპინძლა და ანგარიშით 116:124 დამარცხდა, გოგა ბითაძემ კი პარკეტზე 9:16 წუთი გაატარა.

ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა 1 სამქულიანი ააცილა, ხოლო 2 საჯარიმოდან 1 ზუსტად ისროლა და შეხვედრა 1 ქულითა და 2 მოხსნით დაასრულა. 

მატჩში ყველაზე მეტი, 30 ქულა ჯერემი ლამბმა ჩააგდო. მაილს ტერნერმა 21 ქულა მიითვალა, ხოლო დომანტას საბონისმა - 18.

"დენვერიდან" 25 ქულით მაიკლ პორტერი გამოირჩა.

ამ მარცხის შემდეგ "ინდიანას" 22 მოგება დარჩა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს.

მომდევნო მატჩს
გოგა ბითაძის "ინდიანა" 5 იანვარს, სტუმრად "ატლანტასთან", ჩვენი დროით 04:30 საათზე გამართავს.

altბითაძემ მისთვის გამოყოფილი წუთები ისევ შედეგიანად გამოიყენა


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
იგებენ აგებენ სულ ერთია ამ მეექვსე ადგილს მაინც ვერ შორდებიან ვერც წინ მიდიან ვერც უკან.დდდ
1
გასაგებია რომ პირველი სეზონია და სტაბილური ვერ იქნება გოგა, მარა დაწყებას თითქოს არ უშავდა, ახლა კი მისი სტატისტიკა უსუსური მეჩვენება დამწყებისთვისაც კი, უჯვე დიდი ხანია. საწყენია ძალიან. წარმატებას ვუსურვებ და რაც მთავარია რწმენას.
G.LA
20:16 03-01-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული