არასტაბილური "ბასკონია" სახლში დამარცხდა - თორნიკე შენგელიამ 8 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში არასტაბილურად ასპარეზობას განაგრძობს თორნიკე შენგელიას "ბასკონია", რომელმაც ევროლიგაზე "ბარსელონას" სძლია, ახლა კი ლიგა ენდესაზე სახლში "მანრესასთან" 79:80 დამარცხდა და ესპანეთის თასზე მონაწილეობის უფლება ვერ მიიღო.

შენგელიამ 33:19 წუთში 8 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 0 სამიანი), 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 16-ს გაუტოლდა და ამ მაჩვენებლით თავის გუნდში საუკეთესო იყო.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი ბასკურ გუნდს 25:52 წუთში 13 ქულით შეეწია.

16 ტურის შემდეგ "ბასკონია" 7 მოგებით მე-12 ადგილზეა და 12 იანვარს
გასვლაზე ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული