7 იანვარს გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" სტუმრად "შარლოტ ჰორნეტსი" ანგარიშით 115:104 დაამარცხა.
"ინდიანა პეისერსის" ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ პარკეტზე მხოლოდ 2:41 წუთი გაატარა, თუმცა მცირე დროის კვალობაზე, ბევრი რამ მოასწრო.
გოგა ორჯერ დაემუქრა მეტოქის ფარს და 1 ორქულიანი ზუსტად მოათავსა კალათში. ამას გარდა, ერთხელ მოხსნა ბურთი, 1 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთის დაკარგვაც მოასწრო.
"ინდიანა" 23 გამარჯვებით აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს. გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 9 იანვარს შინ "მაიამისთან" ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ორლანდო-ბრუკლინი 101:89
ფილადელფია-ოკლაჰომა 120:113
ვაშინგტონი-ბოსტონი 99:94
ატლანტა-დენვერი 115:123
ნიუ ორლეანი-იუტა 126:128
დალასი-ჩიკაგო 118:110
სან ანტონიო-მილუოკი 126:104
საკრამენტო-გოლდენ სტეიტი 111:98