გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი! - "ინდიანამ" ქართველი კვლავ G ლიგაში გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 იანვარს, გამთენიისას, გოგა ბითაძემ NBA-ს G ლიგაში "ვინსკონსინთან" მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორმაგი დუბლი შეასრულა.

ქართველმა ცენტრმა "ფორტ უეინის" სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო შეხვედრა და მისთვის გამოყოფილ 38 წუთში 14 ქულა, 13 მოხსნა, 4 პასი და 3 ბლოკი მოაგროვა და 5 პერსონალური მიიღო. გოგამ 12-დან 6 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი 5-ჯერ ისროლა, თუმცა ყველა არაზუსტად. საერთო ჯამში, მან მატჩიდან 17-ჯერ ისროლა და მხოლოდ 6-ჯერ უწია მიზანს.

სამწუხაროდ, მისი გუნდი ანგარიშით 115:121 დამარცხდა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 36 ქულა
ვინსკონსელმა ფრენკ მეისონმა ჩააგდო, ხოლო "ფორტ უეინიდან" ალიზ ჯონსონი გამოირჩა, რომელმაც 26 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა.

"ინდიანამ" გოგა ბითაძე G ლიგაში არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო გადაიყვანა. ქართველ ცენტრს მთავარ გუნდში ცოტა დრო ეძლევა, რა დროშიც ქულების მოპოვება უჭირს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "ინდიანა" გოგას G ლიგაში უშვებს. პირველად მან "ფორტ უენის" რიგებში 15 დეკემბერს ითამაშა. მაშინ ბითაძემ 35 წუთში გუნდს 26 ქულა მოუტანა, 14-ჯერ მოხსნა ბურთი, 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 3-ჯერ დაუფარა მეტოქეს ტყორცნა. მისმა გუნდმა კი "ერი ბეიჰოუკსს" იოლად, 113:93 მოუგო.

დიდი ალბათობით, ბითაძე ისევ "ინდიანას" დაუბრუნდება, რომელიც დღეს, 04:00 საათზე, შინ "მაიამის" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რისთვის აიყვანეს გოგა, გაუგებარია ჩემთვის, არა უშავს, რამდენ კლუბს სურდა, დარწმუნებული ვარ, არა უშავს, ბითაძე ისეთი მიზანდასახული და მონდომებულია, აუცილებლად მიაღწევს თავისას, მოვა დრო, თითზე საკბენი გაუხდებათ, მაგრამ გვიან იქნება, მიდი გოგა განაგრძე იმის კეთება, რასაც აკეთებ, მთელი საქართველო შენს მხარესაა, შობა-ახალ წელს გილოცავ! გაგეხარებინოს ჩვენი გულები!
ბმბ
12:58 08-01-2020
0
ამ ბოლო დროს 3 იანებს ვეღარ ისვრის.
გიორგი
12:53 08-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული