16 იანვარს გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" სტუმრად "მინესოტა" 104:99 დაამარცხა.
ქართველ ცენტრს კვლავ მცირე სათამაშო დრო მიეცა. ბითაძემ პარკეტზე 4:06 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 2 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა.
შეხვედრაში კი ყველაზე მეტი, 29 ქულა დომანტას საბონისმა ჩააგდო, რასაც 13 მოხსნა და 6 პასი მიამატა. მალკომ ბროგდონმა კი 21 ქულა მიითვალა.
მაილს ტერნერმა 23 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
ამ მატჩის მოგებით "პეისერსმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში 26 მოგებითა და 15 მარცხით მეხუთე ადგილზეა.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ბოსტონი-დეტროიტი 103:116
ფილადელფია-ბრუკლინი 117:106
მაიამი-სან ანტონიო 106:100
ჩიკაგო-ვაშინგტონი 115:106
ოკლაჰომა-ტორონტო 121:130
დენვერი-შარლოტი 100:86
ჰიუსტონი-პორტლენდი 107:117
საკრამენტო-დალასი 123:127
ლეიკერსი-ორლანდო 118:119