დუდა სანაძე პორტუგალიის თასის გამარჯვებული და ფინალის ბომბარდირი გახდა

AutoSharing Option
საქართელოს ეროვნული ნაკრების წევრი დუდა სანაძე პორტუგალიის თასის მფლობელი გახდა.

"ოლივეირენშემ", რომელმაც ნახევარფინალში "სპორტინგს" 93:88 სძლია, ფინალურ მატჩში "ბენფიკას" 83:81 აჯობა და თასი მოიპოვა.

სანაძე ორივე შეხვედრაში გამორჩეული იყო. ნახევარფინალურ შეხვედრაში ქართველი კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 35:29 წუთში 14 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. დუდამ 10-დან 4 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4-ჯერ დაუფარეს, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ფინალურ მატჩში სანაძე 17 ქულით
ბომბარდირი გახდა. დუდამ 22:02 წუთში 6-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, აქტივში 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრაც ჰქონდა, პასივში კი - 2 დაკარგვა და 4 პერსონალური ჯარიმა.

შეგახსენებთ, რომ "ოლივეირენშე" პორტუგალიის ბოლო 2 წლის ჩემპიონია და მიმდინარე გათამაშებაში მე-4 ადგილზე იმყოფება. სანაძის გუნდს სწორედ ის გუნდები უსწრებენ, რომლებიც თასის გათამაშებაში მონაწილეობდნენ - "პორტუ", "ბენფიკა" და "სპორტინგი".

გთავაზობთ სანაძის კომენტარს, რომელიც ქართველმა კალათბურთელმა თასის მოგების შემდეგ გააკეთა:

"ლისაბონურ კლუბებთან 2 რთული მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ "სპორტინგთან" უფრო გაგვიჭირდა, რადგანაც მატჩის მოსაგებად ორი ოვერტაიმი დაგვჭირდა. ვიცოდით, რომ ჩემპიონები იოლად ვერ გავხდებოდით.

"ოლივეირენშე" ზედიზედ 2 წელია პორტუგალიის ჩემპიონი ხდება. ლისაბონურ კლუბებს ჯობნის, თუმცა მარტივად არაფერი მოდის.

პორტუგალიის ჩემპიონატში პირველი 4 გუნდი ძალიან ძლიერია: "ბენფიკა", "ოლივეირენშე", "პორტუ" და "სპორტინგი". დანარჩენი კლუბები შედარებით სუსტები არიან, თუმცა ამ 4 გუნდის ხარჯზე დონე მაინც მაღალია. რა თქმა უნდა, ჩვენი კლუბის წლევანდელი მიზანიც ჩემპიონობაა."

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული