"ინდიანამ" აღმოსავლეთში მეხუთე ადგილი დაიბრუნა, გოგა ბითაძეს 3 წუთი ერგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 იანვარს გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" სტუმრად "ფინიქს სანს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 112:87 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე მხოლოდ 3:35 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში ქულა არ მოუპოვებია, თუმცა 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ბლოკი მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 25 ქულა თი ჯეი უორენმა ჩააგდო, ხოლო დომანტას საბონისმა კი 24 ქულა და 13 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. მაილს ტერნერმა 9 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.

ამ მოგების შემდეგ "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე გადავიდა. "პეისერსს" 29
მოგება და 16 მარცხი აქვს.

გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 25 იანვარს სტუმრად "გოლდენ სტეიტთან" ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

დეტროიტი-საკრამენტო 127:106
ორლანდო-ოკლაჰომა 114:120
ტორონტო-ფილადელფია 107:95
ატლანტა-კლიპერსი 102:95
ბოსტონი-მემფისი 119:95
მაიამი-ვაშინგტონი 134:129
ნიუ იორკი-ლეიკერსი 92:100
ჩიკაგო-მინესოტა 117:110
ჰიუსტონი-დენვერი 121:105
ნიუ ორლეანი-სან ანტონიო 117:121
გოლდენ სტეიტი-იუტა 96:129
მკითხველის კომენტარები / 1 /
მშვიდად, წყნარად გოგა, შენი საქმე აკეთე, არ დაიძაბო, დარჩი პროფესიონალად და მჯერა, რომ შენ დიდ კალათბურთს ითამაშებ, ინდიანამ იკითხოს, თორემ შენ რა პრობლემა გაქვს, ბევრად უკეთეს გუნდში გადახვალ სულ მალე და ბეჭედსაც მოიგებ. არ უნდათ? ნუ უნდათ! საბინისი იმდენი ხანია იქაა და რაც არის, ამაზე მეტი ვერ გახდება ვერასოდეს, უბრალოდ მაჯა არა აქვს რბილი და იმიტომ, შენ ამაშიც სჯობიხარ მაგას, მიდი გოგა, შენი საქმე აკეთე და ყველა ვნახავთ, რა სიმაღლეზე ახვალ შენ და რა სიმაღლეზე დარჩებიან საბონისი და ტერნერი.
ბმბ
13:59 23-01-2020
0

სიახლეები პოპულარული