გოგა ბითაძემ "ჩიკაგოს" 10 ქულა ჩაუგდო და "ინდიანამ" ოვერტაიმში მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 იანვარს გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" შინ "ჩიკაგო ბულზს" ოვერტაიმში ანგარიშით 115:106 სძლია.

ამ მოგებაში საკუთარი წვლილი შეიტანა ქართველმა ცენტრმა, რომელმაც პარკეტზე 15:07 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 10 ქულა, 4 მოხსნა და 1 ბლოკი მოაგროვა, ხოლო ბურთი სამჯერ დაკარგა.

გოგას უფრო მეტი დრო დაეთმო წინა შეხვედრებთან შედარებით, რაც იმით არის გამოწვეული, რომ მაილს ტერნერს ტრავმა აქვს.

ბითაძემ თამაშიდან სულ 9-ჯერ ისროლა. აქედან ერთი სამიანი იყო, რომელიც ააცილა, ხოლო დანარჩენი 8 სროლა ორქულიანი იყო, საიდანაც 5 ჩააგდო.

დომანტას საბონისმა
37 წუთში 15 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. შეხვედრაში ყველაზე მეტი, 25 ქულა ინდიანელმა თიჯეი უორენმა ჩააგდო.

"პეისერსი" 31 მოგებითა და 17 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს. გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 2 თებერვალს, შინ "ნიუ იორკთან", ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ბრუკლინი-დეტროიტი 125:115
ნიუ იორკი-მემფისი 106:127
სან ანტონიო-იუტა 127:120
პორტლენდი-ჰიუსტონი 125:112
საკრამენტო-ოკლაჰომა 100:120
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯერ ბავშვია, ასე ქვია და ენბეაში დრო ეძლევა, მეტი რა ქნას. პოტენციალი აქვს და მოუმატებს, ტყვილა არ აიყვანდნენ, მალე გაიზრდება. ნეტა მასეთი ბევრი გვყავდეს. წარმატებები
vaso
30 იანვარი 2020 22:55
1
იმ ფონზე რა ცუდი დაკარგვები და გადაწყვეტილებები ქონდა სულ იკარგება ეგ 10ქულა და დიდი ამბავი ნუ გგონიათ. გულზე დაიდედ და თქვით ქართველი, რომ არ იყოს და თქვენ ინდიანას გულშემატკივარი, მოგეწონებოდათ ასეთი მალათბურთელი?
ზურა
30 იანვარი 2020 19:46
18
თუ ამდენი დრო მიეცემა ყველა თამაშში დარწმუნებული ვარ 3-4 თამაშის მერე დაკარგვების პრობლემაც მოგვარდება, თუმცა ინდიანა ის გუნდი სამწუხაროდ არაა, რომ ვინმეს თამაშის დასახვეწად ზედიზედ 3-4 თამაში მისცეს რადგან თითქმის ყველა თამაშში ბოლო წუთამდე ბრძოლაშია, თუმცა მე მაინც მჯერა ბითორას.
Nnn
30 იანვარი 2020 21:05
0
თუ მინიმუმ 15 წუთს მისცემენ გოგას დარწმუნებული ვარ თავს არ შეირცხვენს.
Nnn
30 იანვარი 2020 13:59
0
გოგა იღვიძებს გაეცალეთ!
თოკოს წარმატებები
თენგიზი
30 იანვარი 2020 13:27
1
ბურთი სამჯერ დაკარგა?! ე.ი. შეშინებულია, დამფრთხალია...!!! ეს გუნდის და მწვრთნელის ბრალია! თუ თავს არ უშველა... თუმცა უკვე დიდი ბიჭია, მშობლები ყავს და მიხედავენ თავის საქმეს!
aburjga
30 იანვარი 2020 12:37
17
თუ რამეა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩოც (კონსულიანად) ჩაერთვება საქმეში და ეშველაბა უეჭველად
1
31 იანვარი 2020 04:13
1
თოკო ლოკომოტივით მიიწევს წინ ევროლიგის გამოკითხვაში,ფერნანდესი ჩამოვიტოვეთ ეხლა როდრიგესის ჯერია. მაგრები ხართ ქართველებო ვამაყობ თქვენით.
!!!!!!!!!!
30 იანვარი 2020 12:32
1

სიახლეები პოპულარული