6 თებერვალს, ევროლიგის 24-ე ტურში, თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სახლში "ვილერბანს" 79:62 სძლია.
შენგელიამ 28:18 წუთში 15 ქულა (10-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 9 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 15 იყო.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა ლიონურ გუნდს 28:37 წუთში 10 ქულა ჩაუგდო, 5-ჯერ მოხსნა ბურთი და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
16 ქულით ბომბარდირი და მარგი ქმედების 16-იანი კოეფიციენტით MVP ლიონელთა ამერიკელი ლეგიონერი ედრიან პეინი გახდა.
"ბასკონია" 9 მოგებით მე-14 ადგილზეა და 20 თებერვალს "ჟალგირისს" უმასპინძლებს.