გოგა ბითაძემ G ლიგაში ისევ გაიბრწყინა - 4 ზუსტი სამქულიანი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გოგა ბითაძე "ინდიანა პეისერსმა" კიდევ ერთხელ გაანათხოვრა G ლიგაში და ქართველმა ცენტრმა არც ამჯერად შეირცხვინა თავი.

გოგამ პარკეტზე 34 წუთი გაატარა და ამ დროში "ფორთ უეინს" 24 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ბლოკი მოუტანა. გოგამ 7-დან 4 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო, 11-დან 5 ორქულიანი გამოიყენა, მისმა გუნდმა კი გაიმარჯვა - 136:102.

ხვალ, 11 თებერვალს, თბილისის დროით 04:00 საათზე, "ინდიანა პეისერსი" "ბრუკლინ ნეთსს" უმასპინძლებს, გოგა ბითაძე კი გუნდთან ერთად იქნება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 14 /
ტერნერს რა დროსაც აძლევენ მაგ დროში გოგა უკეთეს სტატს დადებს. 5 თამაშის წაგება ზედიზედ ამაზეც მეტყველებს რომ ტერნერ-საბონისის დუეტი მაინცდამაინც ვერაა ეფექტური, 2 წთ-ში რა სტატი უნდა დადო რაც გინდა ფენომენი იყო.
მერაბ მაღლაკელიძე
15:56 10-02-2020
0
კომენტატორები ხან გოგას ეძახიან, ხან - ბითაძეს და ხანაც - "ბიგ მენ"-ს... "G" ლიგისთვის ნამდვილად ბიგმენია და თუ მეტად ენდობიან, ნბა-თვისაც დიდი კაცი იქნება, მაგრამ მგონია, რომ გუნდი უნდა შეიცვალოს...
მ. ტ.
16:14 10-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული