ესპანეთის საკალათბურთო ლიგამ 2019 წლის საუკეთესოები დაასახელა და "წლის გიგანტად", ანუ საუკეთესო კალათბურთელად თორნიკე შენგელია აღიარეს.
დაჯილდოების ცერემონია გუშინ, 10 თებერვალს გაიმართა და სპეციალური პრიზი თოკოს ლიგა ენდესის გენერალურმა დირექტორმა იგნასიო ხიმენეს სოლერმა გადასცა.
მიმდინარე სეზონში თორნიკე ეპანეთის ჩემპიონატში საშუალოდ 33 წუთში 16,1 ქულას, 6 მოხსნას, 2,6 პასს, 0,3 დაფარებასა და 1.4 ჩაჭრას აგროვებს.
ესპანეთის უმაღლესი დივიზიონი ევროლიგის შემდეგ ევროპის უძლიერესი ლიგაა და როცა საუკეთესოდ აქ გასახელებენ, ეს უდიდესი აღიარებაა.
თორნიკე შენგელია ესპანეთის ლიგის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს!" style="height: 50px; width: 50px;" />თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" მადრიდში "რეალის" მეორედ დასამარცხებლად ცოტა დააკლდა [VIDEO]